განცხადება საწრეო მუშობის შესახებ


სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს, 
ქალბატონ ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის 
რუსუდან გორგაძის

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
     სურვილი მაქვს, 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლაში  IVგ კლასის ბაზაზე  დაიწყოს ფუნქციონირება  მათემატიკის წრემ  ,,ჩვენ და მათემატიკა“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ სამშაბათს მეექვსე გაკვეთილზე. 

საწრეო მუშაობის მიზნებია:

  • მსჯელობა- დასაბუთების  უნარის განვითარება;
  •  საგაკვეთილო პროცესზე მიღებული ცოდნის განმტკიცება და უნარ-ჩვევების უკეთ ჩამოყალიბება. 
  • მოცანის  შინაარსის აღქმა, მოცემულობისა და საძიებელი  სიდიდეების  გააზრება გამიჯვნა;
  • ზოგადად, მათემატიკის, როგორც ზუსტი მეცნიერების მიმართ ინტერესის გამომუშავება.
  •  მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერის გაფართოვება;
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარის  ჩამოყალიბება;
  • დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების შრჩევა და გამოყენება.


გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა წლის 17 ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.

                                                                                      


      განმცხადებელი: რუსუდან გორგაძე

                                                                   თარიღი: 15.10.2018


No comments:

Post a Comment