საწრეო მუშაობის რეფლექსია
ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლის IVგ კლასში 2018-2019 სასწავლო წლის პირველ
სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე. წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი
ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს
მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი
წრის შექმნის მიზანი).
წრეში გაერთიანებული იყო თექვსმეტი მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში
ერთხელ, სამშაბათობით, ხუთი გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ
იყო გაწერილი პროგრამის სახით.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა
ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მათემატიკაში. საწრეო
მუშაობა საჭიროა იმისთვის, რომ მოსწავლეებმა
შეძლონ საგაკვეთილო პროცესზე მიღებული ცოდნის განმტკიცება და უნარ-ჩვევების უკეთ ჩამოყალიბება.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
Ø გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
Ø მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
Ø მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს
და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
საწრეო მუშაობა
ეფექტური გამოდგა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა
შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც
ემსახურებოდა მსჯელობა-დასაბუთების უნარის
უკეთ განვითარებას. მუშაობის პროცესში გრაფიკი და პროგრამა
არ შემიცვლია. სასწავლო გარემო იყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული,
რასაც ადასტურებდა მათი მუშაობა ჯგუფებში.
გამოკითხვის
შემდეგ გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა და კმაყოფილებას გამოხატავდნენ გასაგები ახსნისათვის და საინტერესო აქტივობებისათვის.
კმაყოფილებაც გამოთქვეს მოსწავლის
მშობლებმაც. მათ აღნიშნეს, რომ წრე იყო კარგად ორგანიზებული. მათი შვილები ხალისით
და მონდომებით მუშაობდნენ. მათ სურვილი გამოთქვამენ იმისა, რომ მეორე სემესტრშიც იარსებოს
მოცემულმა წრემ.
მათემატიკის საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლებისშედეგებზე.
No comments:
Post a Comment